გერმანიის ქალაქ დრეზდენში, საქსონიის ფედერალური შტატის დედაქალაქში, წყალდიდობის მეორე დონის გაფრთხილება გამოცხადდა. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება.

კვირას 22:00 საათისთვის ელბაში წყლის დონემ 5,24 მეტრს მიაღწია, რაც შეესაბამება წყალდიდობის გაფრთხილების 2 დონეს. ორშაბათს მოსალოდნელია „მესამე დონის“ ზღვრის - 6 მეტრის გადალახვა. ელბაში წყლის დონემ შესაძლოა მოიმატოს ოთხშაბათიდან ხუთშაბათამდე.

ქალაქმა შესაძლო დატბორვისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი უამინდობა და წყლის დონის მატება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება ელბაზე გასულ კვირას ჩამონგრეული ხიდის მონაკვეთის დაუყოვნებლივ დემონტაჟის შესახებ, რათა თავიდან აიცილონ უკონტროლო განადგურება.