რუსეთის საინფორმაციო მონიტორინგის სამსახურმა, ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.
ინფორმაციას სამთავრობო მედია RIA Novosty ავრცელებს.
კოტრიკაძის გარდა სიაში მოხვდა მისი ქმარი, დოჟდის მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადგკო, ასევე დოჟდის კიდევ ერთი ჟურნალისტი ვალერია რატნიკოვა.
2 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ კოტრიკაძეს და რეტნიკოვას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათ "რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება" ედებათ ბრალად.
თბილისში დაბადებული ეკატერინე კოტრიკაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ მედიებში. 2020 წლიდან არის დოჟდის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.