აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 აგვისტოს ვიქტორ ორბანს დაურეკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ინფორმაციას bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ზარი განხორციელდა ტრამპსა და თეთრ სახლში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს შორის გამართული დისკუსიების შედეგად.
წყაროების თქმით, გარკვეულ მომენტში მათ ტრამპს სთხოვეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა ორბანზე, რათა ზეწოლა მოეხდინა მასზე, რომ შეეწყვიტა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისადმი წინააღმდეგობა.
"უნგრეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მასპინძლობის თაობაზე", - წერს მედია.