დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ კონგრესმენს, ელის სტეფანიკს გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ელის სტეფანიკს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
„პრეზიდენტად არჩეული ტრამპი მალე დაიწყებს გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ ვინ იმსახურებს თანამდებობას მის მეორე ადმინისტრაციაში. ეს გადაწყვეტილებები გამოცხადდება მათი მიღებისთანავე“, – განაცხადა ტრამპის გუნდის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.