აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ პრეზიდენტობაზე მესამედ კენჭისყრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

როგორც „ენბისი“ იუწყება, ტრამპმა განაცხადა, რომ 100%-ით არაა დარწმუნებული, რომ კონსტიტუცია უკრძალავს პრეზიდენტად მესამედ კენჭისყრას.

„მე შევაგროვე ბევრი ფული შემდეგი რბოლისთვის, რომლის გამოყენებაც, როგორც ვვარაუდობ, ჩემთვის ვერ შევძლებ, მაგრამ მე არ ვარ 100%-ით დარწმუნებული, რადგან არ ვიცი. ვფიქრობ, რომ მე აღარ შემიძლია კენჭისყრა”, – თქვა ტრამპმა რესპუბლიკელების აუდიტორიის წინაშე მაიამიში სიტყვით გამოსვლისას.

სიცილის ფონზე ტრამპი რესპუბლიკელების ლიდერს მაიკ ჯონსონს მიუბრუნდა და დაამატა: „არ ვარ დარწმუნებული, შემიძლია თუ არა კვლავ კენჭისყრა? მაიკ? ჯობია, არ ჩაგითრიო ამ დავაში“.

როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპს ადრეც უხუმრია აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მესამედ კენჭისყრის შესაძლებლობაზე.

1tv.ge