აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორსაა, თუმცა ეს მისი პრეზიდენტობის დროს არ მოხდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Future Investment Initiative Institute Priority Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მთელ მსოფლიოში მე სწრაფად ვმოქმედებ ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად – მე მშვიდობა მინდა და არ მინდა, ვხედავდე, როგორ კლავენ ყველას. შეხედეთ სიკვდილს ახლო აღმოსავლეთში და სიკვდილს, რომელიც მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის, და ჩვენ ამას დავასრულებთ. არავისთვის არ არის მომგებიანი მესამე მსოფლიო ომი, და თქვენ არც ისე შორს ხართ მისგან. მე გეუბნებით ახლავე, არც ისე შორს ხართ. თუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი იქნებოდა, თქვენ მესამე მსოფლიო ომში იქნებოდით, და ახლა ეს არ მოხდება“, – თქვა ტრამპმა.