Walt Disney Co. გეგმავს დივიდენდების გადახდას განაახლებს. ეს პროცესი კომპანიაში 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ შეჩერებული იყო.

„კომპანია 1 აქციაზე გადაიხდის კვარტალურ დივიდენდს 30 ცენტს“, - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

გადახდა  2024 წლის 10 იანვარს იგეგმება, აქციონერთა რეესტრი კი 11 დეკემბერს იხურება.

დისნეიმ ბოლოს დივიდენდი 88 ცენტი, 2020 წლის იანვარში გადაიხადა.

Disney-ის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან 6,7%-ით გაიზარდა და $169,3 მილიარდი შეადგინა, ხოლო S&P 500 ინდექსი ამ პერიოდში 18,5%-ით გაიზარდა.