აშშ-ის მიერ ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში დიქტატორთან გამკლავების მკაფიო მიმართულება აჩვენა.
„რა შემიძლია, რომ ვთქვა? თუ დიქტატორებთან ასე მოპყრობა შეიძლება, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მართალია, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთი ან მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა, მისი განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, მედიაში ვარაუდობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი სწორედ ვლადიმერ პუტინს გულისხმობდა.