დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება. ამის შესახებ BBC წერს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.

კირ სტარმერის თქმით, ცვლილებები ახლა იწყება და მიღებული მანდატი მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„ჩვენი ამოცანა სხვა არაფერია, თუ არა იმ იდეების განახლება, რაც აერთიანებს ამ ქვეყანას. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკა საჯარო სამსახურში, ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა. ეს არის უდიდესი გამოცდა პოლიტიკისთვის ამ ეპოქაში“, – განაცხადა სტარმერმა.