2023 წლის იანვარ-სექტემბერში დიდ ბრიტანეთში ავტომობილების წარმოება 14,9%-ით გაიზარდა და 659 901 შეადგინა. ამის შესახებ საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოება (SMMT) იტყობინება. 

გასული წლის ანალოგიური პერიოდში ეს რიცხვი 574 231 იყო. 

სექტემბერში წარმოება 39,8%-ით გაიზარდა და 88,23 ათასი ავტომობილი შეადგინა. შიდა ბაზრისთვის დამზადდა  ავტომობილი 23,5 ათასი (ნახტომი 65,9%), ექსპორტისთვის კი 64,73 ათასი (ზრდა 32,2%).

ამრიგად, დიდ ბრიტანეთში წარმოებული მანქანების 73%-ზე მეტი ექსპორტზე გავიდა. ამასთან, აშშ-ში მიწოდება სექტემბერში 19,8%-ით (6,59 ათასამდე) გაიზარდა , ჩინეთში - 28,2%-ით (4,78 ათასამდე), თურქეთში - 3-ჯერ (4,16 ათასამდე). ევროკავშირის ქვეყნები რჩებოდნენ ბრიტანული მანქანების მთავარ მყიდველებად (მათზე ექსპორტის 58% მოდიოდა), მათთან მიწოდება 46,1%-ით - 37,56 ათასამდე გაიზარდა.

ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების წარმოება სექტემბერში 41,5%-ით გაიზარდა.