ბრიტანულმა Diageo-მ, სპეკულაცია უწოდა ინფორმაციას ირლანდიური ლუდის ბრენდის Guinness-ის და Moet Hennessy-ში კომპანიის აქციების შესაძლო გაყიდვის შესახებ. განცხადება კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ შევნიშნეთ მედიის ბოლო სპეკულაციები Guinness-ის ბრენდთან და ჩვენს წილთან დაკავშირებით Moet Hennessy-ში და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არც ერთის და არც მეორის გაყიდვას არ ვაპირებთ“, - ნათქვამია განცხადებაში. Diageo ფლობს Moet Hennessy-ის 34%-იან წილს.

rbc