ავსტრიელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს სმარტფონის ნაკლები გამოყენებით.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ დღეში არაუმეტეს ორი საათის განმავლობაში გამოიყენებთ ტელეფონს, შეძლებთ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ განწყობა, შეამციროთ სტრესი და უკეთ დაიძინოთ.
ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სტუდენტმა, რომელთა საშუალო ასაკი 23 წელია. ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ: ერთი ჯგუფი ტელეფონთან დღეში არაუმეტეს ორი საათს ატარებდა, მეორე კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა გაჯეტების გამოყენებას - დღეში საშუალოდ 4-5 საათს.
მკვლევარებმა კითხვარების გამოყენებით გაზომეს სტრესის დონე, დეპრესიის სიმპტომები, ძილის ხარისხი და საერთო კეთილდღეობა. სამი კვირის შემდეგ, ვინც ტელეფონებს ნაკლებად იყენებდა: დეპრესიის სიმპტომები შეუმცირდათ 27%-ით, სტრესი შეუმცირდათ 16%-ით და ძილი გაუუმჯობესდათ 18%-ით. მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი განწყობა 14%-ით გაუმჯობესდა.
წყარო: euro-pulse.ru