იტალიის მეღვინეთა ასოციაციასთან არსებულმა იტალიური ღვინის ობსერვატორიის L'Osservatorio del Vino-ს ექსპერტებმა, გამოთვალეს, რომ საახალწლო და საშობაო არდადეგებზე იტალიაში და მთელ მსოფლიოში გაიხსნება რეკორდული რაოდენობით იტალიური ცქრიალა ღვინო - 355 მლნ. ბოთლი, რაც 7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამის შესახებ Wine News იუწყება.

ორგანიზაციის პროგნოზით, საახალწლო არდადეგებზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ 251 მილიონი ბოთლი გაიხსნება (პლუს 9% 2023 წელთან შედარებით), ხოლო იტალიაში – 104 მილიონი ბოთლი (პლუს 2%).

ობსერვატორია ელოდება, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ბაზარზე 1 მილიარდ ბოთლზე მეტი იტალიური ცქრიალა ღვინო გამოვა, რაც 8%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.

ექსპერტებმა აღნიშნეს Spritz კოქტეილების მზარდი პოპულარობა. ასოციაციის შეფასებით, 2024 წელს მსოფლიოში შეიქმნება 2,8 მილიარდი კოქტეილი იტალიური ცქრიალა ღვინის (განსაკუთრებით Prosecco და სხვა Charm ღვინოების) საფუძველზე, დაახლოებით 340 მილიონი ბოთლი ღვინის გამოყენებით. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც იტალიური ცქრიალა ღვინის ექსპორტი წლის ბოლომდე 9%-ით გაიზრდება, ვარაუდობენ ობსერვატორიის ექსპერტები.

rbc