დღეს, 23:00 ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება.

მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ. ესენია: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ ათი ქვეყანა გადავა.

სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის“ ორი ქვეყანა: იტალია, ესპანეთი და მასპინძელი შვეიცარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია 15 მაისს ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალურ შოუზე მე-10 ნომრად წარდგება.

წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ. ლაივშოუს ყურებას 1TVPLAY-ზეც შეძლებთ.

კონკურსის წესებიდან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.

2025 წლის კონკურსს სამი წამყვანი ეყოლება. ჰეზელ ბრუგერი და მიშელ ჰუნციკერი 13 და 15 მაისს ნახევარფინალურ შოუებს წარუძღვებიან, ფინალურ შოუზე კი მათ სანდრა სტუდერიც შეუერთდება.

2025 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს. ის St. Jakobshalle-ს დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

პირველი არხი