ევროპის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის, Deutsche Telekom AG-ის წმინდა მოგება მესამე კვარტალში 18%-ით, 2.427 მილიარდ ევრომდე შემცირდა წინა წლის 2.957 მილიარდ ევროდან, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშგებაში. 

პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გადახდამდე კორექტირებული მოგება (EBITDA AL) 0.2%-ით გაიზარდა და 11.115 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც კომპანიის კონსენსუსის პროგნოზს შეესაბამება.

Deutsche Telekom–ის შემოსავალი 1.5%-ით გაიზარდა და 28.935 მილიარდ ევროს მიაღწია. აშშ-ში შემოსავალი 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო ევროპაში - 2.2%-ით. გერმანიაში შემოსავალი 1.8%-ით შემცირდა.

წყარო: Interfax