დასავლური სამყარო „დაშლის პირასაა“ - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუმინეთის ქალაქ ბეილე ტუსნადის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, იუწყება Agerpres.

მან ახალ აზიაზე ორიენტირებული „მსოფლიო წესრიგის“ შესახებ ისაუბრა და ასევე, ღიად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპის კანდიდატურას აშშ-ს პრეზიდენტობისთვის.

"ევროპამ უარი თქვა საკუთარი ინტერესების დაცვაზე. რასაც დღეს ევროპა აკეთებს, სხვა არაფერია თუ არა აშშ-ს პროდემოკრატიული პოლიტიკის უპირობოდ გაზიარება, თუნდა თვითგანადგურების ფასად. მოდის ცვლილებები, რაც არ მომხდარა 500 წლის განმავლობაში. ის, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, რეალურად არის მსოფლიო წესრიგის ცვლილება,- თქვა ორბანმა.

მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტორი, რომ ომის შედეგად განადგურებული უკრაინა ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდება.

ჩვენ ევროპელებს ამის ფული არ გვაქვს, უკრაინა დაბრუნდება ბუფერული სახელმწიფოს პოზიციაზე“, - თქვა მან.

წყარო: ტვ პირველი