Danone-მა დაასრულა აქტივების გაყიდვა და რუსეთის ბაზრიდან გადის. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მესამე წელს მიიღო. ამის შესახებ Danone-ის პრესსამსახური იუწყება.

Danon-მა დაასრულა თავისი აქტივების გაყიდვა და წყვეტს საქმიანობას რუსეთში, რაც კომპანიის გლობალური გაყიდვების დაახლოებით 5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპანია რუსეთში 30 წელზე მეტია მუშაობს.

„Danone-მა გამოაცხადა, რომ დაასრულა რუსეთში EDP-ის მიყიდვა Vamin R LLC-სთვის მას შემდეგ, რაც რუსული მარეგულირებელი ორგანოებისგან საჭირო თანხმობა მიიღო,” - თქვა კომპანიამ თავის ვებსაიტზე.

შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა კომპანიამ რუსეთში საინვესტიციო პროექტების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 6 მარტს განაცხადა.