კვლევითმა პლატფორმამ Consumer Choice Center–მა, 2025 წლისთვის ევროპის საუკეთესო რკინიგზის სადგურების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. 

ჩამონათვალი შედგენილია მგზავრების გამოხმაურების საფუძველზე, სადგურების მოხერხებულობის დონის, მომსახურების ხელმისაწვდომობის, კომერციული შეთავაზებების მრავალფეროვნებისა და მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით.

პირველი ადგილი ციურიხში მდებარე სადგურმა  (Zürich Hauptbahnhof) დაიკავა, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. რეიტინგში მეორე ადგილზეა Wrocław Główny, რომელსაც დებიუტი პირდაპირ ლიდერებს შორის აქვს. მესამე ადგილი ბერნის რკინიგზის სადგურს (Bern Hauptbahnhof) ერგო – კიდევ ერთი წარმომადგენელი შვეიცარიიდან. 

ბერლინის სადგური (Berlin Hbf) და ლონდონის პედინგტონი (London Paddington) ასევე მოხვდნენ საუკეთესოთა ხუთეულში.

ვრცლად 34travel.me – ზე