Citigroup Inc.-მა, აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა, 2024 წლის მესამე კვარტალში, შემოსავლების 0,8%–იანი ზრდის ფონზე, წმინდა მოგება 8.7%-ით შეამცირა. 

ივლის-სექტემბერში ბანკის წმინდა შემოსავალმა შეადგინა 3,238 მილიარდი დოლარი, ანუ 1,51 აშშ დოლარი ერთ აქციაზე (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 3,546 მილიარდი დოლარი, ანუ 1,63 აშშ დოლარი აქციაზე).

შემოსავალი გაიზარდა 20,315 მილიარდ დოლარამდე (წინა წელს 20,139 მილიარდ დოლარამდე).

FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ პროგნოზირებდნენ 1,31 აშშ დოლარის  მოგებას ერთ აქციაზე 19,9 მილიარდი დოლარის შემოსავლის პირობებში.

სერვისების სეგმენტმა (სადეპოზიტო და სავაჭრო გადაწყვეტილებები მსხვილი კლიენტებისთვის, ასევე ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციები.) შემოსავალი 8%-ით გაზარდა 5,028 მილიარდ დოლარამდე.

ბაზრის სეგმენტის შემოსავალი გაიზარდა 1%-ით და შეადგინა 4,8 მილიარდი დოლარი, მათ შორის, ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი 32%-ით (1,2 მილიარდ დოლარამდე), ხოლო ფიქსირებული შემოსავლის ფასიანი ქაღალდები შემცირდა 6%-ით (3,6 მილიარდ დოლარამდე).

interfax