აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოაცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის კვლავ ღიაა.

„ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიპლომატიისთვის. ეს უნდა იყოს რეალური. ეს უნდა იყოს გარიგება, რომლის დასაცავადაც ისინი მზად იქნებიან. ერთი კვირის წინ ირანს უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იქნებოდა და ისინი აღარ დაესხმებოდნენ თავს გემებს. ამის ნაცვლად, სამ გემს დაესხნენ თავს. ასე რომ, მათი ქცევა უნდა შეიცვალოს, რათა ჩვენიც შეიცვალოს. არ შეიძლება, გქონდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, თუ მისი პირობები ირღვევა. შეერთებული შტატები ყოველთვის ღიაა დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. არაერთხელ ვცადეთ ირანთან და კვლავ განვაგრძობთ მცდელობას“, – აღნიშნა რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუბიოს განცხადებით, ირანის მმართველ სისტემაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება შიდა განხეთქილება. მისივე თქმით, ეს განხეთქილება ირანმა შიგნით თავად უნდა მოაგვაროს.