ნახევარგამტარების გლობალური გაყიდვები 25.6%-ით გაიზარდა და 2025 წლის ბოლოსთვის 791.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. – ამის შესახებ ნათქვამია ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) პრესრელიზში.
კერძოდ, მეოთხე კვარტალში მიწოდებების მოცულობამ 236.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37.1%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მესამე კვარტალთან შედარებით, ისინი 13.6%-ით გაიზარდა.
დეკემბერში ჩიპების გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და 78.88 მილიარდ დოლარს მიაღწია.