სანქციების მიუხედავად, ჩინეთს სურს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის გაგრძელება და, სავარაუდოდ, ამისთვის საკუთარი „ჩრდილოვანი ფლოტის“ შექმნას ცდილობს – ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

სააგენტომ აღნიშნა, რომ ჩინეთს მილსადენებით საკმარისი რაოდენობის გაზი მიეწოდება და უფრო დაბალ ფასად. თუმცა, ალტერნატიულმა საზღვაო მარაგებმა შეიძლება ხელი შეუწყოს შემდგომ დივერსიფიკაციას და რუსეთთან კავშირების გამყარებას.

მიუხედავად იმისა, რომ იდეა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ჩინეთში ტანკერების გადაადგილება და მათი საკუთრების სტრუქტურები იწყებენ იმ ტენდენციების ასახვას, რომლებიც რუსეთის მიერ თავისი ჩრდილოვანი ფლოტის შექმნის დროს შეინიშნებოდა.

მაგალითად, რუსული ტვირთის გადამზიდავი ტანკერი LNG CCH Gas, ჩინეთის პორტთან მიახლოებისას მალავს თავის მდებარეობას, თანამგზავრული და საზღვაო გადაზიდვების მონაცემების თანახმად. მის რეგისტრირებულ მფლობელს, CCH-1 Shipping Co.-ს, ჰონგ-კონგში აქვს მისამართი, რომელიც ემთხვევა საფოსტო კომპანია Samxin Secretarial Services Ltd.-ის მისამართს. Bloomberg-მა აღნიშნა, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ დამალონ თავიანთი ბენეფიციარი მფლობელები ირანიდან ან რუსეთიდან საწვავით ვაჭრობისას.

ვრცლად liga.net – ზე