ჩინეთმა კოსმოსში ახალი სატესტო თანამგზავრი, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე Jiuquan Cosmodrome-დან, წარმატებით გაუშვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ექსპერიმენტული თანამგზავრი გაშვებული იქნა Long March 2C-ის გადამზიდავი რაკეტით. მან უკვე მიაღწია თავის დაგეგმილ ორბიტას.

კოსმოსური ხომალდი სატელიტური ინტერნეტ ტექნოლოგიებისთვის სატესტო მისიებს განახორციელებს. 

აღნიშნულია, რომ ეს გაშვება Long March სერიის გამშვები მანქანის 478-ე ფრენა იყო.