ჩინეთმა ივლისში გაზსადენით რეკორდული ოდენობით ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. თხევადი ბუნებრივი აირის გლობალურ ბაზარზე სახალხო რესპუბლიკა მსოფლიოში ყველაზე დიდ იმპორტიორად რჩება, რომელიც ანაზღაურებს მოხმარების ვარდნას მოთხოვნის სხვა ცენტრებში - იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

2023 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შემაკავებელი ზომების მოხსნის შემდეგ გლობალური ენერგეტიკული ბაზრის დინამიკის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

მთლიანობაში ჩინეთმა გაზსადენით  2023 წლის ივლისში 14,12 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა (+23% 2022 წლის ივლისთან შედარებით), რაც ასევე ამ თვის ისტორიული პიკია.