ჩინეთის ბუნებრივი აირის იმპორტი იანვარ-აპრილში 20.7%-ით, ხოლო ნავთობის კი 2%-ით გაიზარდა. შესყიდვის მოცულობამ ამ პერიოდში, შესაბამისად, 43 მლნ ტონა და 182 მლნ ტონა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ოთხი თვის განმავლობაში, ღირებულების თვალსაზრისით ბუნებრივი აირის იმპორტმა 21.38 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ნავთობისამ 109 მილიარდ დოლარს.