ჩინეთი 2025 წელს რეკორდული ოდენობის 411 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. მიზანი ეკონომიკის გაძლიერება, სტრატეგიული სექტორების მოდერნიზაცია და მხარდაჭერაა. პეკინი ფისკალურ სტიმულს ზრდის, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკას. სუვერენული ვალის ემისიის გეგმა 2025 წელში თითქმის სამჯერ აღემატება მიმდინარე მოცულობას, რომელიც 1 ტრილიონ იუანის შეადგენს.

2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მნიშვნელოვნად გაზარდოს ტარიფები ჩინურ იმპორტზე, რაც ჩინეთის ეკონომიკაზე ზეწოლას გაზრდის. პეკინი გეგმავს რისკების კომპენსირებას შიდა მოთხოვნის სტიმულირებით. გარდა ამისა, უძრავი ქონების სექტორში მზარდი პრობლემები, ადგილობრივი ხელისუფლების ვალების მაღალი დონე და სუსტი სამომხმარებლო მოთხოვნა ჩინეთს აიძულებს ყურადღება გაამახვილოს ზრდის შიდა წყაროებზე.

ფულადი სახსრები გამოყენებული იქნება რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის, მოხდება გრძელვადიანი მოხმარების საგნების განახლების სტიმულირება. ამ მიზნით გამოიყოფა სუბსიდიები. საუბარია მანქანებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. ასევე, იგეგმება დიდი სამრეწველო აღჭურვილობის მოდერნიზაცია. განხორციელდება ინვესტიციები ინოვაციურ სექტორებში, როგორიცაა ელექტრო მანქანები, რობოტიკა, ნახევარგამტარები და მწვანე ენერგია. თანხები გამოიყოფა რკინიგზის, აეროპორტებისა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. გეგმის თანახმად, მოხდება მსხვილი სახელმწიფო ბანკების რეკაპიტალიზაცია, რომლებსაც შემოსავლების კლება, უმოქმედო სესხების ზრდა და მარჟების შემცირება ემუქრებათ.

პეკინი მიზნად ისახავს 2025 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ასევე, მიზანია ბიუჯეტის დეფიციტის რეკორდული შემცირება.