ჩინელი მეცნიერები მუშაობენ ვაქცინაზე, რომელი აუტიზმს უკან დაახევინებს - ამის შესახებ ინფორმაციას, medimagazin.com - ავრცელებს. მედიის ცნობით შანხაიში მცხოვრებმა მკვლევრებმა თაგვებს გაუკეთეს გენის რედაქტირების პრეპარატი, რომელიც ცვლის დნმ-ის იმ მუტაციას, რომელიც აუტიზმის სიმპტომებთან არის დაკავშირებული.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათი შედეგები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სპექტრის დარღვევების მქონე ადამიანების დასახმარებლად.
შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და ფუდანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინირებული გენეტიკური მახასიათებლის მქონე თაგვების ქცევითი და სოციალური პრობლემები მთლიანად შეიცვალა.
აუტიზმის დიაგნოზს ყველაზე ხშირად ბავშვებს უსვამენ. 2020 წლის მონაცემებით, ეს დიაგნოზი 36 ბავშვიდან ერთს ჰქონდა, რაც 2021 წლის შემდეგ (ერთი ბავშვი 44 ბავშვზე) მნიშვნელოვანი ზრდაა. 2006 წლის მონაცენებით კი აუტიზმი 110 ბავშვიდან ერთს უდასტურდებოდა.