ფრანგულმა მედია კომპანია Canal+-მა გამოაცხადა, რომ აპირებს მინიმუმ 480 მილიონი ევროს ინვესტირებას საფრანგეთში კინოფილმების წარმოებაში.

სხვადასხვა კინო კომპანიებთან ხელშეკრულების პირობების მიხედვით, Canal+ 2025 წელს 150 მილიონი ევროს, 2026 წელს 160 მილიონი ევროს და 2027 წელს 170 მილიონი ევროს ინვესტიციებს განახორციელებს.

ამის სანაცვლოდ, Canal+ და მისი ტელეარხების Cine+ ქსელი შეძლებენ ფილმების ჩვენებას კინოთეატრებში მათი პრემიერიდან ექვსი თვის შემდეგ და ასევე ექნებათ წვდომა ფილმების გაფართოებულ ბიბლიოთეკაზე.

interfax