ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქების დროს საწყობში იმყოფებოდნენ მუშები. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება ხდება.

მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერიტორიის დათვალიერება ამ დრომდე გრძელდება.

შემთხვევა ბულგარეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე დასახლება ელინ პელინში 25 ივლისს მოხდა. აფეთქებები პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარმა გამოიწვია.