ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფ ზრდას შესაძლოა დაახლოებით 7 ტრილიონი დოლარის დაფინანსება დასჭირდეს, განაცხადა ამერიკული საინვესტიციო კომპანია Brookfield Asset Management-ის ფინანსურმა დირექტორმა, ჰედლი პირ მარშალმა იმის დაკონკრეტების გარეშე, თუ რა პერიოდს მოიცავს ასეთი შეფასება.
ამის შესახებ მან Bloomberg-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ქალები, ფული და ძალაუფლება“ (Women, Money & Power) განაცხადა.
Brookfield–მა ადრე აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთში მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებდა და გამოაცხადა შვედეთში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის მშენებლობაში 95 მილიარდ შვედურ კრონამდე ინვესტიციის გეგმები, რასაც 10-15 წელი დასჭირდება.