ბრიუსელს სურს, რომ ეს ომი, რომელიც უკვე ოთხი წელია, გრძელდება, კიდევ გაგრძელდეს, ამ სიტუაციის შედეგი მხოლოდ ბირთვული ომი შეიძლება, იყოს, რომელიც მთელს ჩვენს პლანეტას გაანადგურებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტომ უნგრეთში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა ბრიუსელი და განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს ევროპის ჩაბმას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რაც კაცობრიობას ბირთვული ესკალაციის ზღვარზე აყენებს.

„ბრიუსელს სურს, რომ ეს ომი, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება და თანდათან ესკალაციას განიცდის ჩვენს სამეზობლოში, კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს და კიდევ უფრო გამწვავდეს. ბირთვული შესაძლებლობებისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, ამ სიტუაციის შედეგი მხოლოდ ბირთვული ომი შეიძლება იყოს, რომელიც მთელ ჩვენს პლანეტას გაანადგურებს. ამასობაში, ისინი უსირცხვილოდ აძლევენ ფულს უკრაინას და უსირცხვილოდ აწვდიან იარაღს უკრაინას“, – განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, სიიარტომ გააკრიტიკა უკრაინაში გაგზავნილი ევროპული დახმარების ანგარიშვალდებულების არარსებობა.

„ისინი უსირცხვილოდ აძლევენ ფულს უკრაინას და უსირცხვილოდ აწვდიან იარაღს, და რადგან ევროპაში იარაღის საწყობები დაცარიელდა, ისინი ყიდულობენ ამ იარაღს ევროპელი ხალხის ფულით, მხოლოდ იმისთვის, რომ გაუგზავნონ იგი საომარ მაფიას”, – განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიუსელი და კიევი მხარს უჭერენ უნგრეთის ოპოზიციურ პარტია „ტისას”. მისი თქმით, ევროკავშირს ურჩევნია უნგრეთს ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავდეს, რომელიც შეასრულებს მის დირექტივებს.