ბრიუსელის მეორე უდიდეს აეროპორტში, შარლერუაში ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა, ამის მიზეზი პერსონალის გაფიცვაა.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები აეროპორტის ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცვა 24 საათი გაგრძელდება.

ბრიუსელ-შარლერუა მეორე უმსხვილესი აეროპორტია ბრიუსელ-ზავენტემის შემდეგ. ის წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ მგზავრს ემსახურება. ამ აეროპორტიდან რეისები 190-ზე მეტი მიმართულებით სრულდება, მათ შორის, ქუთაისშიც.

1tv.ge