ბრიტანეთის მთავრობიდან ილონ მასკს მოუწოდეს, მეტი დრო დაუთმოს ამერიკის შიდა საქმეებს. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ენდრიუ გვინმა გააკეთა.
როგორც მედია წერს, ბრიტანელი პოლიტიკოსების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია ილონ მასკის ბოლო განცხადებებმა. ერთ-ერთი ასეთი იყო ბრიტანეთის მთავრობისადმი მოწოდება, რომ ციხიდან გაათავისუფლონ ულტრამემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი.
„ილონ მასკი ამერიკის მოქალაქეა და იქნებ უკეთესი იყოს, ყურადღება გაამახვილოს ატლანტიკის მეორე მხარეს არსებულ საკითხებზე“, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ენდრიუ გვინმა.
ცნობისთვის, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გააკრიტიკა. მასკი მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
წყარო: 1 არხი