ნავთობის ფასების კლება სამშაბათს საღამოს გაძლიერდა. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები 0.52 აშშ დოლარით (0.82%-ით) გაიაფდა და ბარელზე 62.65 აშშ დოლარი შეადგინა.
NYMEX–ის ბირჟაზე WTI-ის იანვრის ფიუჩერსები 0.52 აშშ დოლარით (0.88%-ით), ბარელზე 58.80 აშშ დოლარამდე დაეცა.
ტრეიდერების ყურადღება კვლავ გლობალურ ბაზარზე საწვავის ჭარბ მიწოდებაზეა მიპყრობილი.