ნავთობის ფასები ორშაბათს დღის განმავლობაში ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი დილის ვაჭრობასთან შედარებით შენელდა.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები 0.70 აშშ დოლარით (1.12%-ით) გაიზარდა და ბარელზე 63.08 აშშ დოლარი შეადგინა.
NYMEX ბირჟაზე WTI-ის იანვრის ფიუჩერსები 0.65 აშშ დოლარით (1.11%-ით) გაიზარდა და ბარელზე 59.20 აშშ დოლარი შეადგინა.