ნავთობის ფასი ოთხშაბათს ზედიზედ მეორე სესიაზე გაიზარდა.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ბრენტის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 62.31 აშშ დოლარია, რაც წინა დახურვასთან შედარებით 0.99 აშშ დოლარით (1.61%-ით) მეტია.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ბრენტის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 62.31 აშშ დოლარია, რაც წინა დახურვასთან შედარებით 0.99 აშშ დოლარით (1.61%-ით) მეტია. სამშაბათს ეს კონტრაქტები 0.31 აშშ დოლარით (0.5%-ით) გაიზარდა და ბარელზე 61.32 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) დეკემბრის WTI ნედლი ნავთობის ფიუჩერსები ელექტრონულ ვაჭრობაში 0.99 აშშ დოლარით (1.73%-ით) გაიზარდა და ბარელზე 58.23 აშშ დოლარი შეადგინა. წინა სესიაზე ეს კონტრაქტები 0.22 აშშ დოლარით (0.39%-ით) გაიზარდა და ბარელზე 57.24 აშშ დოლარი შეადგინა.