ბრალდებები, რომ ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, უბრალოდ არასწორია. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია და სრულად სცემს პატივს საქართველოს კულტურასა და იდენტობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“ რედაქტორის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ადამიანის უფლებების დაცვა, ხელშეწყობა და შესრულება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ბირთვია. ამ ღირებულებებს იზიარებს როგორც საქართველო, ისე ევროკავშირი და ამ კონტექსტში, ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ყველასთვის, მათ შორის ანტიდისკრიმინაციულ დაცვას“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.