2022 წლის გაზაფხულის შემდეგ , რუსული რუბლი 2024 წლის 22 ნოემბერს აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 103 რუბლს გადაცდა. ერთი კვირის წინ ერთი დოლარის ყიდვა 96 რუბლად იყო შესაძლებელი.

Reuters-ის თანახმად, რუბლის ასეთი გაუფასურება უკავშირდება რუსეთის მიერ ბირთვული დოქტრინის ცვლილებას, რაც ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარს უფრო დაბლა სწევს, რაც, თავის მხრივ, ბირთვული ომის საფრთხეს და ნეგატიურ მოლოდინებს ზრდის.

რაც შეეხება, რუსეთის ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ ქცევას, რუსულმა რუბლმა გაუფასურება უკრაინის მიერ კურსკის ოლქის დაკავების შემდეგ დაიწყო, რა დროსაც ერთი დოლარის ღირებულება ჯერ 90 რუბლს გაუტოლდა, შემდეგ კი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კურსმა 95 რუბლამდე აიწია.