ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი  შემცირდა – 0,02 – 1,55 ევროთი/ლიტრაზე,  დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  შემცირდა - 0.02 – 1,48  ევროთი/ლიტრაზე.

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

31 ივლისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,17 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.35 ევროს, დიზელის საწვავი - 1,88 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,87 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 2,02 ევროს, დიზელის საწვავი - 1,68 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,82 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,91  ევროს, დიზელის საწვავი - 1.72 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის  ბენზინი - 0,565 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,61 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,71 ევრო, დიზელის საწვავი - 0,70 ევროს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  - 1.117 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი - 1,21 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1.74 ევროს , დიზელის საწვავი - 1.21 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი -0,596 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,87 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1,25 ევროს; დიზელის საწვავი - 0,54 ევროს;

უკრაინაში - A-92 მარკის  ბენზინი - 1,211 ევროს,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1,35 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.35 ევროს, დიზელის საწვავი - 119 ევროს;

თურქეთში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1.24 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 1.26 ევროს, დიზელის საწვავი - 1.21 ევროს.

მოლდავეთში - A-92 მარკის  ბენზინი  - 1,271 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 1,28 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,56 ევროს, დიზელის საწვავი - 1,09 ევროს.

ვრცლად oilnews.ge