გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი Nvidia Corp–ის აქციების ფასი შესაძლოა გაიზარდოს კიდევ 40%-ით ხელოვნური ინტელექტის სფეროში გადაწყვეტილებებისადმი მზარდი ინტერესის ფონზე – ამ პროგნოზს Bank of America-ს ანალიტიკოსები აკეთებენ.
მათ კომპანიის აქციების საპროგნოზო ფასი 165 დოლარიდან 190 დოლარამდე გაზარდეს.