BMW Mini-ის ოქსფორდში წარმოების გასაგრძელებლად 750 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn business ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია BMW- მ ორშაბათს 11 სექტემბერს გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ იგი გაერთიანებულ სამეფოში mini- ის ორ ახალი ელექტრო ვერსიის მშენებკობაში ჩადებს 750 მილიონს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამკარიანი Mini Cooper-ისა და Mini Aceman-ის, კომპაქტური კროსოვერის წარმოება, 2026 წელს BMW-ს ქარხნებში ოქსფორდსა და სვინდონში უნდა დაიწყოს. დაახლოებით ერთი წლის წინ BMW-მ გაზეთ Times-ს განუცხადა, რომ ეფექტურობის მიზეზების გამო გეგმავდა Mini წარმოების ოქსფორდიდან ჩინეთში გადატანას.
მთავრობის ხელშეწყობა
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის დაფინანსება ოქსფორდისა და სვინდონის ობიექტებში 4000 მუშაკის სამუშაო ადგილის დაცვის მცდელობის ნაწილია, ისევე როგორც უფრო დიდი მცდელობა, წაახალისოს გლობალური ავტომწარმოებლები, ააშენონ ელექტრომანქანები და მათ კომპონენტები დიდი ბრიტანეთის მიწაზე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა ორშაბათს განაცხადა., რომ ბრიტანეთი მანქანების მწარმოებელი ინდუსტრიის მხარდაჭერით, იცავს ათასობით სამუშაო ადგილს და ზრდის ქვეყნის ეკონომიკას.