გერმანული „Bayerische Motoren Werke AG“-ს (BMW) დირექტორთა საბჭომ 2 მილიარდ ევრომდე ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამა დაამტკიცა.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, პროგრამა მაისში დაიწყება და არაუგვიანეს 2027 წლის აპრილისა დასრულდება.

პროგრამა მოიცავს როგორც ჩვეულებრივ, ასევე პრივილეგირებულ აქციებს, თუმცა პრივილეგირებული აქციების უკან გამოსყიდვის მოცულობა 350 მილიონი ევროთი შემოიფარგლება.

ვრცლად interfax–ზე