5 მარტის მონაცემებით, bloomberg-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში ჯეფ ბეზოსი ლიდერობდა, მეორე პოზიციას კი ილონ მასკი იკავებდა. 

უახლესი მონაცემებით, მეორე ადგილი LVMH-ის დამფუძნებელმა,  ფრანგმა ბიზნესმენმა, ბერნარ არნომ დაიკავა, ხოლო ილონ მასკმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. (ერთ დღეში მისი ქონება დაახლოებით 6 მილიარდით შემცირდა). 

მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და  Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იკავებენ. 

ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ჯეფ ბეზოსი (Amazon-ის დამფუძნებელი) - $197 მილიარდი

ბერნარ არნო (LVMH-ის დამფუძნებელი) - $195 მილიარდი

ილონ მასკი (SpaceX-ის დამფუძნებელი)- $192 მილიარდი

მარკ ცუკერბერგი (meta-ს დამფუძნებელი)- $176 მილიარდი

ბილ გეიტსი (Microsoft-ის დამფუძნებელი)- $149 მილიარდი