Bloomberg-ი ავრცელებს უკრაინა-აშშ-ს შორის მინერალების შეთანხმების საბოლოო პროექტის ვერსიას, რომელსაც მხარეები უახლოეს მომავალში გააფორმებენ.
შეთანხმება ითვალისწინებს: უკრაინის საინვესტიციო პროექტების მართვისთვის ერთობლივი ფონდის შექმნას. აშშ-ს თანხმობით, უკრაინის მიერ ამ ფონდისადმი შეტანილი წილის გამოთვლისას მხოლოდ ის სამხედრო დახმარება იქნება გათვალისწინებული, რომელიც მომავალში გაიწერება შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ანუ ტრამპმა უკრაინისთვის მინერალების გარიგების სანაცვლოდ შესაძლოა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები დაამტკიცოს?!
შეთანხმების ფარგლებში, აშშ და უკრაინა შეეცდებიან შექმნან პირობები, რომლებიც წაახალისებს ინვესტიციების ზრდას უკრაინის სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში.
ვაშინგტონი აღიარებს კიევის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და იმას, რომ ამ შეთანხმებამ აღნიშნულ პროცესს არ უნდა შეუშალოს ხელი.
შეთანხმება “აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას მხარეებს შორის უკრაინის გრძელვადიანი აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის, რუსეთის მიერ გამოწვეული მასშტაბური ნგრევის საპასუხოდ.”