18 აგვისტოს ბიტკოინის ფასი თითქმის 8%-ით დაეცა და ორთვიან მინიმუმს მიაღწია. კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით $26,500-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. 

CoinMarketCap-ის თანახმად, ასევე დაეცა სხვა მსხვილი კრიპტოვალუტების Ethereum-ის, BNB-ის და Dogecoin-ის ფასებიც.

მაგალითად, Ethereum-ის ფასი 5,81%-ით შემცირდა და $1687 შეადგინა, ხოლო BNB-ის ფასი 5,2%-ით დაეცა და მისი ღირებულება ახლა $218,8-ია. Dogecoin კრიპტოვალუტის ფასი 7,5%-ით შემცირდა და ის $0,062 ღირს.

ამავდროულად გაძვირდა სხვა კრიპტოვალუტები Tether და USD Coin. 

ვარდნამ თითქმის გააბათილა ბიტკოინის ფასის ზრდა, რომელიც ივნისის შემდეგ გრძელდებოდა. ივლისში ბიტკოინის ფასმა $31 814-ს მიაღწია. 17-18 აგვისტოს ვაჭრობისას კრიპტოვალუტამ ამ ღირებულების დაახლოებით 15% დაკარგა.

ბიტკოინის ღირებულების ვარდნა 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო 17 აგვისტოს.