ბერნარ არნო ერთი ადგილით ჩამოქვეითდა Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მას შემდეგ, რაც მისმა კომპანია LVMH Moet Hennessy-მა სუსტი ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
Forbes-ის მიხედვით, არნოს ქონება დღეში 11 მილიარდი დოლარით დაეცა, Oracle Corp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი ელისონმა კი $6 მილიარდი მოიპოვა, მილიარდერთა სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა და არნო მეხუთე ადგილზე დაეშვა.
LVMH-მა, ფუფუნების პროდუქციის მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, 2024 წელს წმინდა მოგება შეამცირა 17%-ით, ხოლო შემოსავალი 2%-ით. ამასთან, შემოსავლების ორგანულმა ზრდამ (გაცვლითი კურსის ცვლილების და ბიზნესის ყიდვა/გაყიდვის გარეშე) გასულ წელს 1% შეადგინა, მძიმე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად.