აბუ-დაბიში დაფუძნებული დეველოპერი კომპანია Eagle Hills და საინვესტიციო ფირმა Affinity Partners სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძვირად ღირებული სასტუმროსა და ბინების კომპლექსის აშენებაზე შეთანხმდნენ. პროექტის მიხედვით, ყოფილი იუგოსლავიის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზეა 175 ნომრიანი ტრამპის სასტუმრო განთავსდება. სასტუმრო ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილს დაიკავებს. აქვე გაშენდება 1500 რეზიდენცია. ტერიტორია Affinity-ს 99-წლიანი იჯარით მიენიჭა.

Affinity Partners-ი დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა დააფუძნა. ცნობილია, რომ Eagle Hills-ის თავმჯდომარესა და დამფუძნებელს მოჰამედ ალაბბარსა და ჯარედ კუშნერს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მათ ოჯახებით ათწლეულზე მეტი ხნის მეგობრობა ახლა პარტნიორობაში გადაზარდეს. კუშნერმა აღნიშნა, რომ ტრამპის ბრენდის სასტუმროს აშენების გადაწყვეტილებამდე Trump Organization-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ერიკ ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა. კუშნერი იმედოვნებს, რომ სერბეთში ამ პირველი პროექტის განხორციელება Eagle Hills-თან ერთად მრავალ სხვა პროექტს დაუდებს დასაბამს.

Affinity Partners-ი მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც კუშნერმა 2021 წელს თეთრი სახლი დატოვა. ის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. ამ პერიოდიდან მან ინვესტიციები საუდის არაბეთიდან, აბუ-დაბიდან და კატარიდან მოიზიდა. დეკემბერში მან 1,5 მილიარდი დოლარი მოიზიდა Qatar Investment Authority-დან და Lunate-დან, აბუ-დაბიში დაფუძნებული ალტერნატიული საინვესტიციო ფონდისგან. 2022 წელს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა ასევე 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო კომპანიაში.

Affinity-ის მართვის ქვეშ მყოფი აქტივები გასულ თვეში 4,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. Affinity-ის ინვესტიციები აქვს განხორციელებული დუბაიში დაფუძნებული Dubizzle Group-ში და ბრაზილიური სწრაფი კვების ოპერატორ Zamp-ში. Eagle Hills-ს აქვს მრავალმილიარდიანი პროექტები ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

ივლისში კომპანიამ ინდონეზიის მთავრობასთან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება ტურისტული აქტივების განვითარებას ითვალისწინებს,  ხოლო მარტში უნგრეთის მთავრობასთან დათანხმდა 6 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ბუდაპეშტის დანგრეული ტერიტორიის გარდაქმნის მიზნით.