ბალტიის ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს ერთმანეთს აკავშირებს, გაწყდა. როგორც ფინეთის პრემირ-მინისტრი, პეტერ ორპო აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
როგორც პეტერ ორპო X-ზე წერს, Estlink-2 კაბელი 25 დეკემბერს დაზიანდა და ელექტროენერგიის გადაცემა შეწყვიტა. მისივე თქმით, შემთხვევის გამო ფინეთში ელექტრომომარაგებას პრობლემა არ შეექმნება.
ცნობისთვის, გასულ თვეში ასევე გაწყდა ორი სატელეკომუნიკაციო კაბელი ბალტიის ზღვაში, რომელიც აკავშირებდა შვედეთსა და დანიას.