კოლექცია, რომელიც ტანსაცმლის ცნობილ ბრენდ Balmain-ს პარიზის მოდის კვირეულზე უნდა წარედგინა, ჩვენების დაწყებამდე 10 დღით ადრე მოიპარეს.
ინფორმაცია Balmain-ის მოდის სახლის დირექტორმა ოლივერ რუსტენგმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
მისი განცხადებით, სატვირთო მანქანა, რომელსაც კოლექცია გადაჰქონდა, ღამით აეროპორტის მახლობლად უცნობმა პირებმა გააჩერეს. სატვირთოში 50 კოსტიუმი იყო.
რუსტინგმა აღნიშნა, რომ ის ტანსაცმელს ხელახლა შეკერავს და მოდის კვირეულზე წარადგენს.
ფრანგული პრესა იტყობინება, მოპარული ტანსაცმელი 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას განეკუთვნება.
აღნიშნული კოლექცია 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით პარიზის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი.