აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია SOCAR მალე ხელს მოაწერს ახალ ხელშეკრულებებს ქვეყანაში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესახებ, მათ შორის ამერიკულ Exxon Mobil-თან და ბრიტანულ BP-თან (British Petroleum), იტყობინება Reuters.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, სამმა ანონიმურმა წყარომ დამატებითი დეტალების გაჟღერებაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორშაბათს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავს ბუნებრივი აირის ექსპორტის 8 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდას 2030 წლისთვის. მისი თქმით, დამატებითი მოცულობები მოიპოვება ხუთი არსებული და ახალი საბადოდან მოხდება. 2024 წელს აზერბაიჯანმა 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ექსპორტირება მოახდინა.